დავით მათიკაშვილი: პარტიის თავმჯდომარედ მარტო...

დავით მათიკაშვილი: პარტიის თავმჯდომარედ მარტო...
საქართველო
21:22, 26 ნოემბერი 2022
91
0


დავით მათიკაშვილი: პარტიის თავმჯდომარედ მარტო ხაბეიშვილის დასახელების პრეცედენტი რად ღირს იმის შესაფასებლად, თუ რა მძიმე კრიზისულ ვითარებაში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“

ჭაობში მყოფი პარტია, რაც უფრო მეტს ცდილობს, ხელოვნურად გაიხანგრძლივოს პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნა, იმდენად ეფლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ნაციონალურ პარტიაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„პარტიის თავმჯდომარედ მარტო ხაბეიშვილის დასახელების პრეცედენტი რად ღირს იმის შესაფასებლად, თუ რა მძიმე კრიზისულ ვითარებაში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს, ჭაობში მყოფი პარტია, რაც უფრო მეტს ცდილობს, ხელოვნურად გაიხანგრძლივოს პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნა, იმდენად ეფლობა ჭაობში. 2024 წლისთვის საერთოდ რამდენად შეძლებს ეს პარტია, როგორც პოლიტიკური ერთეული, თავის მდგომარეობის შენარჩუნებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გაიყოფა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ - ეს მთავარი კითხვაა, რომელსაც ახლა პარტიაში მიმდინარე პროცესები აჩენს. ამ ფონზე კი, „ნაციონალური მოძრაობა“ შიდა არჩევნებისთვის ემზადება. გადამწყვეტ ფაზაში შედის მერაბიშვილი-კეზერაშვილისა და ახალაია-მელიას კლანების დაპირისპირება. კანდიდატები ერთმანეთის პარალელურად საკუთარ მხარდამჭერებს ხვდებიან. რაც შეეხება პარტიის დაშლას, ამბობენ, რომ თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ისინი შეძლებენ ერთმანეთს გამარჯვება მიულოცონ და პარტიაში მუშაობა გააგრძელონ. მმართველი პარტია კი ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობის დაშლას სწორედ შიდა არჩევნების ჩატარების შემდეგ პროგნოზირებს.


წყარო: TVimedi































































კომენტარები (0)