12 ფილმი, რომლებში ნაჩვენებია ერთი დღის მოვლენები რეალურ დროში


ამ ფოტო გალერეაში წარმოდგენილია 12 ფილმი, რომლებიც რეალურ დროში ვითარდება და ერთი დღის მოვლენებს აშუქებს. თითოეული ეს ფილმი ატყვევებს მაყურებელს და მიჰყავს დროის რბოლაში სავსე დაძაბულობითა და მოულოდნელი გადატრიალებით. იხილეთ ეს ფოტო გალერეა, რომ გაიგოთ მეტი ენერგიითა და დრამატულობით სავსე ფილმების შესახებ, რომლებიც შესანიშნავად ასახავს იმას, რაც შეიძლება მოხდეს ერთ დღეში.
1. Run Lola Run / გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი (1998) - ლოლას ურეკავს შეყვარებული, რომ მას დარჩა 100,000 მეტროში. ეს ფული ბოროტმოქმედის საკუთრებაა. ლოლას აქვს 20 წუთი, რომ ფული დაიბრუნოს, სხვა შემთხვევაში მანი მაღაზიას ...

2. Nick of Time / ბოლო მომენტში (1995) - ერთი ჩვეულებრივი ბუღალტერი თავის 6 წლის ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა უცხო ქალაქში.მაგრამ მათ საშინელება დაემართებათ.ბუღალტერის გოგონას გაიტაცებენ,გამტაცებლები კი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვენ.მან უნდა მოკლას მთავრობის წევრი გამტაცებლის მიერ შეთავაზებული იარაღით...

3. Rope / თოკი (1948) - ბრენდონი და ფილიპი თვლიან, რომ ზოგიერთ ადამიანს არა აქვს სიცოცხლის უფლება და. კლავენ თავიანთ მეგობარს - დევიდს.

4. 16 blocks / 16 კვარტალი (2006) - პოლიციელმა ნერვული შეტევის ზღვარზე უნდა მიიყვანოს ბრალდების მხარის თვითმხილვევლი პოლიციის განყოფილებიდან სასამართლომდე..მათ წინ ძალიან რთული გზა ელით...

5. 12 Angry Men / 12 განრისხებული მამაკაცი (1957) - 12 განრისხებული მამაკაცი - ეს 12 ნაფიცი მსაჯულია, ისინი არკვევენ დამნაშავეა თუ არა 18 წლის ბიჭი, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი მამის მკვლელობა.

6. Dog Day Afternoon / ძაღლების შუადღე (1975) - რეჟისორ სიდნეი ლუმეტის მიერ გადაღებული ფილმი "ძაღლების შუადღე" ეფუძნება რეალურ ისტორიებს. ალ პაჩინო თამაშობს მძარცველს, რომელიც ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ბანკის ძარცვისას ...

7. The Man from Earth / ადამიანი დედამიწიდან (2007) - უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ოლდმენი სამსახურს მიატოვებს. მისი კოლეგები განცვიფრებულები არიან ამ გადაწყვეტილებით და ახსნა-განმარტებებისათვის პროფესორს სახლში მიაკითხავენ.

8. Before Sunset / მზის ჩასვლამდე (2004) - ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა, ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი ...

9. Carnage / ხოცვა (2011) - ზაქარი ქოუენი მის თანაკლასელს ითენ ლონგსთრითს ჩხუბის დროს სახეში ჯოხს მოარტყამს და ითენს ამის გამო კბილი ჩამოტყდება. ბავშვების მშობლები ამ ...

10. Phone Booth / ტელეფონის ჯიხური (2003) - სტიუ შეფერდი სატელეფონო ჯიხურის ტყვე გახდება.ყურმილის დადებამ შეიძლება მისი ცხოვრება შეცვალოს.სტიუსთვის ყურმილის დადება და სიკვდილი ერთია...

11. Free Fire / ორმხრივი სროლა (2016) - მოქმედება ხდება 1978 წელს ბოსტონში. ორ დაჯგუფებას შორის შეხვედრა გადაიქცევა ბრძოლად გადარჩენისათვის.

12. Victoria / ვიქტორია (2015) - ვიქტორია ესპანელი გოგოა, რომელიც ბერლინში ცხოვრობს. ერთხელ კლუბიდან გამოსვლისას ის გაიცნობს ოთხ ადგილობრივ ბიჭს, რომელიც პირდება ნამდვილი ბერლინის ჩვენებას.
