მოსკოვში დააკავეს ბანკზე თავდამსხმელი

მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში "ალფა ბანკში" უცნობი პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.
უკანასკნელი ცნობებით, დამნაშავე დაკავებულია. "ინტერფაქსი" იუწყება, რომ თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოაჩნდა.
“სპეცრაზმმა შენობა შტურმით აიღო და დააკავა მამაკაცი, რომელიც შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. მას თან ჰქონდა ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობები“,-განუცხადეს „ტასს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება რომ ბანკში იმყოფებოდა უცნობი მამაკაცი საჭმლის მიწოდების სერვისის ჩანთით და თქვა, რომ ჩანთაში ჰქონდა ასაფეთქებელი და თავს აიფეთქებდა.